Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


2026 წლის  18 მარტს სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის მზია წერეთლის    2026 წლის  11 მარტის  N5073/26 წერილის საფუძველზე  გამოიცა თსუ რექტორის  2026 წლის    18 მარტის     N61/01-01 ბრძანება    -  „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე   ასოცირებული    პროფესორის  სამსახურში   მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ”. 2026 წლის 17 აპრილს ფიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ხიდაშელმა წერილით (დოკ. N8118/26), მიმართა თსუ რექტორს განათლების    მეცნიერებათა     სასწავლო  - სამეცნიერო    დეპარტამენტის ინტერდისციპლინურ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში ასოცირებული  პროფესორის ვაკანსიის არქონის გამო ზემოაღნიშნული ბრძანების გაუქმების თაობაზე.
აღნიშნულიდან  გამომდინარე „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22- ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-9  პუნქტის    და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის  თამარ  ხიდაშელის       2026 წლის    17 აპრილის   N8118/26 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გაუქმდეს, სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში  მისაღებად  კონკურსის   გამოცხადების შესახებ” თსუ რექტორის 2026 წლის 18 მარტის N61/01-01 ბრძანება, ძალაში შესვლის დღიდან.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია